სერგი კაპანაძე ომბუდსმენს - ერთი მხრივ, ხორავას ქუჩის საქმეზე სამოხელეო დანაშაული არ არის გამოძიებული, ხოლო მეორე მხრივ, გვყავს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები

„ერთი მხრივ, ხორავას ქუჩის საქმეზე სამოხელეო დანაშაული არ არის გამოძიებული, არჩევნების პერიოდში ძალადობრივი ინციდენტები არ არის გამოძიებული, ხოლო მეორე მხრივ, გვყავს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ადამიანები,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან სახალხო დამცველს კითხვით მიმართა.

„როდესაც თქვენ სიცოცხლის უფლებას მიმოიხილავთ, საუბარი გაქვთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობაზე. ამ კონკრეტული თემის აღწერისას გიწერიათ, რომ გამოძიების ტაქტიკა, შესაძლოა, არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს და რომ სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა შეიძლება გამოკვეთილიყო: სამსახურებრივი გულგრილობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. არც ერთი ეს ნაწილი დღეს გამოძიებული არ არის. ანუ არ გვაქვს პასუხები კითხვაზე, თუ ვინ იყო დანაშაულის ჩამდენი. მეორე, როდესაც თქვენ საუბრობთ საარჩევნო უფლებაზე, იქ ძალიან ინტენსიურად გაქვთ მიმოხილული ძალადობრივი ინციდენტები, მათ შორის ახალქალაქში, ბოლნისში, ონში, რუსთავში, ბოდბეში, თიანეთში, თბილისში. აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ ან არის 3 000-ლარიანი გირაო ან გამოძიება მიმდინარეობს, ან ბრალდებულად ცნობილი არავინ არ არის. საარჩევნო უფლებაზე საუბრისას, ასევე მიმოხილული გაქვთ, რომ იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები და იქაც არც ერთ ამ თემაზე ან გამოძიება არ არის დაწყებული, ან გამოვლენილი არავინ არ არის. მოკლედ, ერთი მხრივ, ასეთი ტიპის ვითარება გვაქვს. მეორე მხრივ, გვყავს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ადამიანები. აქ ხომ არ იკვეთება გარკვეული ორმაგი სტანდარტი ხელისუფლების მხრიდან?“ - მიმართა კაპანაძემ ლომჯარიას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა