პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო ფორმატებში მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და მზად არის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, ისე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში მჭიდრო პარტნიორობაზე. ხაზგასმით აღინიშნა განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა, ასევე გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობა. ამასთან, საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ასევე ე.წ ბორდერიზაციის პროცესი და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები განიხილეს. გიორგი გახარიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში. ელჩმა ქნირშმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა