აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა საქართველოში გაიმართება

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მომდევნო სხდომა საქართველოში გაიმართება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვმა ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულმა კომისიამ განხილვების პირველი ეტაპი აგვისტოში დაასრულა.

ჟურნალისტებთან საუბარში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის სამმხრივი თანამშორმლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობას რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის სამმხრივი თანამშორმლობა რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობაში დიდ როლს თამაშობს,“ - განაცხადა ხალაფოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ ინტერესებზე დაფუძნებულ პროექტებს წარმატებით ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო