დავით მათიკაშვილი სახალხო დამცველს - რას ფიქრობთ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე?

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ხომ არ გადააფასეთ ის შეხედულება, რომელიც თქვენს ანგარიშში იყო მითითებული? - ამ კითხვით მიმართა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

დეპუტატი დაინტერესდა, რას ფიქრობს სახალხო დამცველი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოში მოქმედმა სასამართლომ არ დაარღვია არც ერთი მხარის უფლება, როდესაც ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო.

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს მედიაგარემო 2012 წლამდე თუ რა პირობებში უწევდათ ტელევიზიებს და ყველა დანარჩენ მედიასაშუალებებს მუშაობა, როგორი წნეხი იყო ხელისუფლების მხრიდან. რეალურად ყველა მედიასაშუალება ხელისუფლების ხელში იყო იმ პირობებში. ჩვენ ასევე კარგად გვახსოვს 2012 წლის შემდგომ შეცვლილი მდგომარეობა მედიაპლურალიზმის და მედიათავისუფლების კუთხით. გამოქვეყნებულ ანგარიშში თქვენ ახსენებთ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მედიათავისუფლება და მედიაპლურალიზმი შეინარჩუნოს და გააძლიეროს ქვეყანში. ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ გარკვეული მოვლენები მოხდა მედიის კუთხით, მინდა შეგახსენოთ ერთ-ერთი ტელევიზიის „ქეისი“, როდესაც ევროპულმა ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა კონკრეტული ტელევიზიის საქმეზე და თქვა, რომ საქართველოში მოქმედმა სასამართლომ არ დაარღვია არც ერთი მხარის უფლება, როდესაც ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. ამ გადაწყვეტილების და მოვლენების შემდგომ ხომ არ გადააფასეთ თქვენ ის შეხედულება, რომელიც თქვენს ანგარიშში იყო მითითებული?“ - მიმართა მათიკაშვილმა ლომჯარიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა