თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბადრი მაისურაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმიტი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს ფესტივალებისა და სეზონების დირექტორი რებეკა საიმორი და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი ესწრებოდნენ.

„ფესტივალის ფარგლებში ტურისტული მიმართულებით ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება . წარმოდგენილი უცხოური და ქართული პროგრამის გარდა, ფესტივალს ღია წარმოდგენები დაემატა, მათ შორისაა, თბილისობის ფარგლებში "მუარე", რომელიც არაჩვეულებრივი საჰაერო შოუა როკ მუსიკის თანხლებით", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. წელს დედაქალაქი უკვე მე-11 თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

„2019 წელს ფესტივალი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტებით წარსდგება: ფესტივალს ახალი მიმართულება არტ-მარკეტი დაემატა; ბრიტანული სეზონის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, რომელიც ღია ცის ქვეშ დაგეგმილი პროგრამის ფარგლებშია.

6 ოქტომბერს თბილისის მერიასთან ერთად თბილისობის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საჰაერო თეატრი - მუარე გამოცდილება (ესპანეთი, ინგლისი), რომელიც აკრობატების საჰაერო შოუა, როკ-მუსიკის თანხლებით. შოუზე დასწრება თავისუფალია.

23 სექტემბერიდან 24 ოქტომბერის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო თეატალურ ფესტივალზე საერთაშორისო პროგრამაში 15 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან. 3 სპექტაკლი პროგრამა NEW-ს ფარგლებში გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილნი იტალია, უკრაინა და ბელარუსი იქნებიან’’ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართული სპექტაკლების პროგრამა 2-6 ოქტომბერს გაიმართება. მასზე წარმოდგენილი იქნება როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან 26 სპექტაკლი და 5 პრემიერა. ასევე, გაიმართება კრიტიკოსთა ასოციაციის მიერ რეკომენდებული 11 სპექტაკლი.

ამასთან, ქართული სპექტაკლების პროგრამისა და არტ მარკეტის ფარგლებში დედაქალაქს 95 საერთაშორისო სტუმარი ეწვევა არგენტინიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მაკედონიიდან, პაკისტანიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ესტონეთიდან, ირანიდან და ბრაზილიიდან.

,,10 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა 170 კომპანიას უმასპინძლა იტალიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, შვედეთიდან, ირანიდან, კორეიდან, ლიეტუვადან, ჩინეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ტაივანიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და უკრაინიდან.

ფესტივალის სტუმრები ისეთი ვარსკვლავები იყვნენ, როგორიცაა: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი, ალვის ჰერმანესი და სხვა. მათთან ერთად კი კომპანიები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისაკენ’’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს