ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ შეწყალების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაიძრას

დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ შეწყალების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაიძრას.

კობერიძემ ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტზე მკვლელობაში მსჯავრდებულების მიმართ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, აქედან გამომდინარე მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს.

"საქართველოს პრეზიდენტზე რომ ითქვას, რომ ის არის ხელმომწერი და მისგან, ასე ვთქვათ, მოხდეს პასუხისმგებლობის აცილება, მე მგონი, არასერიოზულია. საქართველოს პრეზიდენტი სწორედ რომ ამ ფაქტის მთავარი ფიგურანტია. სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხიც კი დაიძრას აქედან გამომდინარე. ასევე, მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი აბსოლუტურად გაუგებარია. მაშინ გამოაცხადოს მორატორიუმი პრეზიდენტობაზე და აღარ იაროს სამსახურში", - განაცხადა დეპუტატმა.

მანვე უპასუხა კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ შეწყალებასთან კავშირში ფიგურირებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესახებ გარკვეული კითხვის ნიშნები.

"რაც შეეხება გაბუნიას თემას, რახან ასეთი კითხვის ნიშნები ჩნდება, უკვე უპრიანია, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. მე შევუერთდები და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენც დავაყენოთ ეს საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ტიპის კითხვებს, დანაშაულებრივი ქმედებები რაც არის, უკვე იქ პასუხი გაეცეს. ხოლო პრეზიდენტმა არათუ მორატორიუმი გამოაცხადოს, არამედ ჯერ ბოდიში უნდა მოიხადოს საზოგადოების წინაშე, შემდეგ თუ აპატიებს ამას საზოგადოება, მერე უკვე ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად იყო სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული მისი ქმედება", - განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა