სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  თუ პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დამაჯერებელ ინფორმაციას არ წარმოადგენს, პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა იმსჯელოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურა არ წარმოადგენს გამოძიების მიმდინარეობაზე დამაჯერებელ ინფორმაციას, პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მის ანგარიშს უსმენენ.

„ჩვენ პირდაპირ გვიწერია ანგარიშში, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა და გენერალური პროკურორი არ წარმოადგენს თქვენსთვის საკმარის ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და არ იქნება ეს თქვენთვის დამაჯერებელი (ეს ნამდვილად სიცოცხლის უფლების დარღვევის უმნიშვნელოვანესი საქმეა), ვფიქრობ, ჩვენ არ გვრჩება სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ საქართველოს არლამენტმა დაიწყოს მსჯელობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას განცხადებით, დეპუტატებს ხშირად აქვთ შეკითხვები მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობს ომბუდსმენი, თუმცა სახალხო დამცველს სისხლის სამართლის მასალებთან წვდომა არ აქვს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შეფასება შეძლოს.

„სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა იმ კანონპროექტს, რომ ჩვენ გვქონოდა უფრო მეტი წვდომა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე,“- განაცხადა ომბუდსმენმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს