ნინო ლომჯარია - ძალადობაზე განმცხადებელს ხშირად ისევ მოძალადის ოჯახში უწევს დაბრუნდეს, რადგან ეკონომიკურად მასზეა დამოკიდებული

„ძალადობაზე განმცხადებელს ხშირად უწევს ისევ მოძალადის ოჯახში დაბრუნდეს იმის გამო, რომ ეკონომიკურად მოძალადეზეა დამოკიდებული,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური მხარდაჭერის მექანიზმები.

„ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით მთავარ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ არ არსებობს ეკონომიკური წახალისების და მხარდაჭერის მექანიზმები. განმცხადებელს ხშირად უწევს ისევ მოძალადის ოჯახში დაბრუნდეს ან როდესაც მოძალადე ციხეს ტოვებს, მასთან იცხოვროს იმის გამო, რომ მას არ აქვს სამუშაო, ეკონომიკურად სრულად არის დამოკიდებული მოძალადეზე და განმეორებით ხდება კიდევ უფრო მძიმე ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ 3-თვიანი თავშესაფარი მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის საკმარისი. 3 თვის გასვლის შემდეგ, ქალები ცხოვრობენ ძალიან დიდ შიშში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს