ტრაილერის დაჯახების შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა მძიმეა, ის ვერტმფრენით ქარელიდან  თბილისში გადმოიყვანეს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქარელის საავადმყოფოდან შსს-ს ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ვერტმფრენი ქარელში რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა.

„გორმედის“ ქსელის, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში, პაციენტი შემოიყვანეს კომატოზური მდგომარეობით. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია პირველადი დახმარება და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების საფუძველზე მიღწეული სტაბილიზაციის შემდგომ, გადაწყდა შემდგომი მკურნალობისთვის მისი დედაქალაქში გადაყვანა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს