ნინო ლომჯარია - იმ ფონზე, როცა პრემიერად გიორგი გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს მოსამართლეობა სურს, ჩნდება განცდა, რომ 20 ივნისის მოვლენების საქმის გამოძიება ობიექტური არ იქნება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, ჩნდება განცდა, რომ პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებისას ობიექტური არ იქნება.

„მთხოვეთ შემეფასებინა პრემიერად ბატონი გიორგი გახარიას დანიშვნა. რა თქმა უნდა, მე პოლიტიკურ შეფასებებში არ შევალ, თუმცა 20-21 ივნისის მოვლენების გათვალისწინებით ვიტყვი, რომ დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც შს მინისტრი, რომლის ყოფილი თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს პროკურატურა სწავლობს, დღეს პრემიერ-მინისტრია. პროკურატურა იკვლევს, სავარაუდოდ, როგორც შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების, ასევე რიგითების როლს უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით. მეორე მხრივ, გვყავს გენერალური პროკურორი, რომელიც მონაწილეობას იღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში. ის წარდგენილია 20-კაციან სიაში და ელოდება უმრავლესობის მხარდაჭერას, იმისათვის, რომ არჩეული იყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ. რა თქმა უნდა, ეს გარემოებები ინტერესთა კონფლიქტის განცდას მიჩენს და რა თქმა უნდა, ალბათ, უფრო მეტია რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, პროკურატურა არ იყოს ძალიან მკაცრი ან ობიექტური ამ საქმის გამოძების დროს. თუმცა, ამ ეტაპზე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაკვირდებით გამოძიებას 20-21 ივნისს პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების თაობაზე. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს და ეს არ არის უბრალოდ ფრაზა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას.

სახალხო დამცველმა არ გამორიცხა, რომ „ძალიან მალე გარკვეული პირების გარკვეული პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს“.

„ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, მივცეთ რეკომენდაციები პროკურატურას ამ მიმართულებით. ასევე მზად ვარ, უფრო სხვა ფორმატში შეგხვდეთ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს და განსხვავებულ ფორმატში უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე,“ - მიმართა დეპუტატებს ნინო ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო