თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი, მონაწილეობდნენ.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, შეხვედრა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის გამჭვირვალე და ჩართულობითი პროცესის ნაწილია. დეპუტატმა მოწვეულ ექსპერტს დედაქალაქის კულტურის განვითარების არსებული ტენდენციები, მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პლატფორმების საშუალებით საქართველოს წარმოჩენის და ამ კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო. თამარ ტალიაშვილმა ასევე დედაქალაქის კულტურული განვითარების სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტზეც ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა თბილისის კულტურის განვითარების სტრატეგიულ ხედვებსა და პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზე იმსჯელეს. შეხვედრას ორგანიზებას ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ლევან ხეთაგური, უწევდა.

თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაკა ნასრაშვილმა, 2018 წელს მერიის მიერ კულტურის სფეროს კვლევის შედეგები წარმოადგინა და კულტურის სტრატეგიის პრიორიტეტებზეც ისაუბრა.

კარლ ერიკ ნორმანმა კი შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა; მან კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაში განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები, კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, იური მღებრიშვილი, თბილისის მუნიციპალური თეატრებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენელი, ლევან დვალი, ,,სამეფო უბნის თეატრის’’ წარმომადგენელი, ნიკა თავაძე, ახმეტელის თეატრის წარმომადგენლები ირაკლი გოგია და გია ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო