ნინო ბურჯანაძე -  ახლა დატკბით თქვენი პრეზიდენტით

გადავწყვიტე, რომ სალომე ზურაბიშვილზე და მის ქმედებებზე კომენტარი არ გავაკეთო, ვისაც ამის დანახვა უნდა, ყველასთვის ყველაფერი თვალნათელი და გასაგებია“, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის, ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს.

ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ როდესაც აზრი ჰქონდა შეფასებას, როდესაც საზოგადოებას გადაწყვეტილება უნდა მიეღო, როდესაც ხელისუფლებაც და მოსახლეობაც კარგად უნდა ჩამოყალიბებულიყო პრეზიდენტთან და მის პიროვნებასთან დაკავშირებით, მაშინ ის საკმაოდ ობიექტურად ამბობდა, იმას რაც იყო სათქმელი.

„მაშინ არც ხელისუფლებამ და არც ხალხმა ჩემი შეფასებები ყურად არ იღო. ახლა დატკბით თქვენი პრეზიდენტით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებით, ნინო ბურჯანაძე პასუხობს:

„ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ქალბატონი სალომესათვის საპრეზიდენტო სავარძლის ყიდვა 200 მილიონი დაუჯდა. დანარჩენი თავად განსაჯეთ“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს