არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის ვაჟა-ფშაველაზე და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარე ბინებს იყენებდნენ

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის თბილისში ორ ბინას იყენებდნენ. ბინები ვაჟა ფშაველას გამზირსა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარეობს.

„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი აღნიშნულ მისამართებზე იმყოფებოდა. კორპუსებს დაცვა იცავს. მეზობლებმა განაცხადეს, რომ დაკავებების შესახებ იციან, თუმცა კონკრეტულად რას ეხება საქმე, მათთვის უცნობია.

„ჩვენთანაც იყო პოლიცია მოსული, დავინახეთ, რომ წაიყვანეს ეს ქალი, მაგრამ გვეგონა, რომ სხვა დანაშაულის გამო დაიჭირეს. ვიცით, რომ ბინა გაქირავებული იყო უცხოელზე, რომელიც ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა აქ. ჩვენ არ ვიცოდით იქ რა ხდებოდა“ ,- აცხადებენ მეზობლები .

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო