ზეღდულეთის მცხოვრებლები - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული უცხოელი პედაგოგი სკოლაში „ისწავლე და ასწავლეს“ ფარგლებში 2011 წელს მივიდა და 9 თვე ასწავლიდა

სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლების განცხადებით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უცხოეთის მოქალაქისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ, მათი ინფორმაციით, პედაგოგი სკოლაში პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში 2011 წლის 7 ოქტომბერს მივიდა და 2012 წლის ივლისში სოფელი დატოვა.

ზეღდულეთის მცხოვრების დიანა ჯავახიშვილის განცხადებით, ვის ოჯახშიც აღნიშნული პირი ცხოვრობდა, მისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.

„2011 წლის 7 ოქტომბერს ჩამოვიდა. მაშინ 50 წლის იყო. 9 თვე ჩვენ სკოლაში ასწავლიდა. დადებითად ვახასიათებ, მეც მასწავლებელი ვარ. პროგრამა რომ დაიწყო, მთხოვეს ამერიკელი მასწავლებელი იცხოვრებს შენს ოჯახშიო. თან ბავშვებისთვის ენის შესწავლაში დაგეხმარებათო. უარი არ ვუთხარით. ანაზღაურება ძალიან მიზერული იყო, 100 ლარი, მაგრამ ვიფიქრეთ, ბავშვები ინგლისურს ისწავლიან-მეთქი და ამიტომ დავთანხმდით. კარგი კაცი იყო. 9 თვე იცხოვრა ჩვენთან, 15 ივლისს, სკოლა რომ დამთავრდა, ყაზახეთში გაფრინდა. მერე ჩამოსულა და გორში ქირით აუღია ბინა. მე-4 სკოლაში მივიდა მასწავლებლად. როგორც ვიცი, იქაც დადებითად ახასიათებენ. ვისთან დაიჭირა მერე კავშირი და სად წავიდა ჩვენ არ ვიცით“, - განაცხადა დიანა ჯავახიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კიდევ ერთი მცხოვრების, ნაზო ცერცვაძის თქმით, სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ აღნიშნული პირი სოფელში არ უნახავს.

„ეგ მასწავლებელი რომ იყო მოსული, მეც სკოლაში ვმუშაობდი მაგ დროს. ცუდი არაფერი შეგვიმჩნევია მაგ კაცისთვის. სასწავლო წელი რომ დამთავრდა, მის მერე ეგ კაცი აქ არ გვინახავს“, - აღნიშნა ნაზო ცერცვაძემ.

უცხოელი პედაგოგის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ერთ-ერთი დაკავებული ქალის ოჯახის წევრებს. როგორც ბრალდებულის მაზლმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვინ არის დაკავებული მისი რძლის გარდა, ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ოჯახში საეჭვო პირი არავინ მისულა.

„რა არის პორნო, რა ვიცი მე. რძალს ხომ არ ვკითხავდი, სად მიდიოდა, გორში თუ სხვაგან? ჩემი ძმისშვილს არაფერი უთქვამს, ქების სიგელები მოჰქონდა ხოლმე სკოლიდან. კარგი მოსწავლეა“, - განაცხადა ბრალდებულის მაზლმა.

ცნობისთვის, შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა