შს მინისტრის მოადგილე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე - ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია 3 თვის წინ, ევროპოლის  არხის მეშვეობით მივიღეთ

ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით მივიღეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სატელევიზიო ეთერში პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ფაქტზე სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფზე საუბრისას განაცხადა.

ბორცვაძის განცხადებით, ამ საქმით გამოჩნდა, როგორ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა.

„აუცილებელია, აღინიშნოს საერთაშორისო თანამშრომლობა, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს თანამშრომლობა, მათ შორის ევროპოლთან, ამ სისხლის სამართლის საქმის წარმატებით დასრულების კუთხით. საქართველო არის ევროპოლის ოპერატიული წევრი ქვეყანა, ასე ვთქვათ, ჩვენ ოპერატიულად ვცვლით ინფორმაციას ბოლო 2 წლის მანძილზე და ევროპოლის არხებით ჩვენ ვიღებთ არაერთ ოპერატიულ ინფორმაციას, ამა თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში არსებობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი და ეს დანაყოფები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ და პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს ახორციელებენ.

„ამავდროულად, მოიპოვებენ გარკვეულ ინფორმაციას კონკრეტული დანაშაულის შესახებ, შესაძლო დანაშაულის მზადების შესახებ და მუდმივად, ცოცხალ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება. ამ დანაშაულის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით და ავტომატურ რეჟიმში დავიწყეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და პარალელურად, როდესაც დავადგინეთ პიროვნებები, ვინც იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა თქმა უნდა, დავიწყეთ თანამშრომლობა იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად გაგვერკვია, თუ რასთან გვქონდა საქმე და რა დანაშაულს ჰქონდა ადგილი.

ძალიან სამწუხაროა და მე გარკვეულწილად მიმძიმს ამ სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ საუბარი, ვინაიდან მორალურად ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს შეხება გაქვს მსგავს დანაშაულთან, ცივი გონებით შეხედო მსგავსი კატეგორიის ქმედებებს,"- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. აღნიშნულის შესახებ დღეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან აშშ-ის 1 მოქალაქე, ავსტრალიის 1 მოქალაქე, და საქართველოს 9 მოქალაქე.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო