მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარის მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მზად არის

საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო“ ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარის მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მზად არის. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს. მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად.

რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე“, - წერს ხაზარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა