არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არის, რომელიც ირიბად მაინც დაადასტურებდა ბრალეულობას,-ამის შესახებ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული შვიდი პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჩაბარდება, ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

"ვიცავ ერთ პირს. მისი გვარის და სახელის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მისივე თხოვნით. ეს არის პირი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ერთ-ერთ ბრალდებულთან და მისი ბრალდება არის ის, რომ თითქოს მან იცოდა რომ დანაშაული მზადდებოდა და ჩადენილი იყო და პოლიციას არ აცნობა. ე.ი ეს არის 376 მუხლი, რომელიც გულისხმობს ასეთი პირის მიერ ამ დანაშაულის ინფორმაციის პოლიციისათვის მიუწოდებლობას. არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არის, რომელიც ამას დაადასტურებდა, არათუ უტყუარად, ირიბად მაინც. არც ერთი მოწმე, არც ერთი გარეშე პირი არ ადასტურებენ და არ უთითებენ, რომ ამ ადამიანმა იცოდა, რამე.სატელეფონო კავშირი ჰქონდა თავის მეგობართან. ჩვენ ჩავიბარებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ. სასამართლოს არ უთქვამს, რითი დაასაბუთა ეს გადაწყვეტილება"-განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა