ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული მშობლებისთვის ფოტოსესიის შინაარსი  უცნობი იყო და არც თანხა აუღიათ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მშობლებისთვის ფოტოსესიის შინაარსი უცნობი იყო. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მშობლები ბრალს არ აღიარებენ.

"ვაცნობიერებთ, როგორია საზოგადოების განწყობა ამ დანაშაულის მიმართ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ დანაშაული არავის დამტკიცებია. რაც ბრალდებას აქვს, ის ეჭვია. ამის საპირისპიროდ ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს, რომ მათ არანაირი შემხებლობა სურათების გადაღებასთან არ აქვთ. ბრალდება ამბობს, რომ მშობლებმა იცოდნენ და ამის სანაცვლოდ რამე გარიგებაში იყვნენ, მსგავსს ადგილი არ ჰქონია. ბრალდება ედავება, რომ ბავშვი მიაქირავეს სურათების გადასაღებად, რისთვისაც ანაზღაურებას იღებდნენ. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფებს მსგავსი დანაშაული არ უდასტურდებათ. მათ არც თანხა აქვთ აღებული და მათთვის ისიც უცნობი იყო, თუ რა სურათებს უღებდა. თავიდან რაზეც დათანხმდნენ, ეს ფოტოსესია იყო. ეს იყო ჩვეულებრივ სტუდიაში გადაღებული ჩვეულებრივი სურათები. ამის შემდეგ გაგრძელდა ფოტოსესია. მშობლებისთვის უცნობი იყო, შიგნით რა ფოტოსურათების გადაღება ხდებოდა“,-აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, რამდენიმე ფოტოსესია ჩატარდა თბილისში, თუმცა გადაღებები ძირითადად გორში მიმდინარეობდა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ფოტომასალის გადაღება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ორი წლის მანძილზე სულ რამდენიმე ფოტოსესია არის გადაღებული. მშობლები მხოლოდ პირველს დაესწრნენ. ეს ის შემთხვევაა, რომ ეს ადამიანები არ აცნობიერებდნენ, რომ სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო ფოტოები. უღებდნენ ფოტოებს, რომელიც ბავშვსაც მოჰქონდა და იმაში არაფერი იყო ისეთი, მშობელს რომ ეჭვი გასჩენოდა. ბავშვი ყოველი ფოტოსესიის შემდეგ ხან „ფეისბუქზე“ დებდა სურათებს, ხან მიჰქონდა და იქ ჩვეულებრივი სურათები იყო. იმის იქით თუ რამე სურათს უღებნენ და ბავშვიც მალავდა, ეს არ იცოდა მშობელმა“,-აცხადებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.

მისივე თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფებს თანხა არ აუღიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანი თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა