რუსეთმა და ჩინეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადეს

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებეზნიამ, რეზოლუციის პროექტის ავტორები „ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირებაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ რუსეთი მიზანმიმართულად აიძულეს ვეტო გამოეყენებინა.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორების არაკონსტრუქციული პოზიცია მათ რეალურ მიზნებს ააშკარავებს,“ - განაცხადა ნებეზნიამ და დასძინა, რომ დასავლეთი იდლიბში ტერორისტებს მფარველობს.

რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოს გერმანიამ, ბელგიამ და ქუვეითმა წარუდგინეს და მას საბჭოს 12 ქვეყანამ -აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, ქუვეითმა, კოტ-დ'ივუარმა, პერუმ, პოლონეთმა, დომინიკის რესპუბლიკამ, სამხრეთ აფრიკამ და ინდინეზიამ - მხარი დაუჭირეს.

რეზოლიცია იდლიბის რეგიონში არსებული კატასტროფული სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, კონფქლიქტში ჩართულ მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ის ასევე ითვალისწინებს იმათ დასჯას, ვინც რეგიონში ჰუმანიტარული კანონის დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი.

დასავლეთი რუსეთსა და სირიას იდლიბის რეგიონის ჰუმანიტარულ ობიქტებზე იერიშის განხორციელებაში ხშირად ადანაშაულებს, თუმცა რუსეთიც და სირიაც ამ ბრალდებებს უარყოფენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა