გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, გუდამაყრის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, სიხარულიძის, გამყრელიძის, ქუთათელაძის, ჟღენტის და ჩარხის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გიორგი სააკაძის დაღმართის, ოჟიოს, ვახუშტი ბაგრატიონის, გაგარინის, გოთუას და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ჰაინრიხ კლაპროთის, მარკო პოლოს, კრისტოფერო კასტელის, დავით ბატონიშვილის, ალექსანდრე მაჭავარიანის, არქანჯელო ლამბერტის, ოსკარ შმერლინგის, მეფე მირიანის, პეტრიწის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, იაკობ რაინეგსის და კრისტიან სტივენის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ჩუბინაშვილის, კარგარეთელის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის და ლეო კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გომის, თონეთის, ასკანის, იერუსალიმის, ბეთლემის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბოდბეს, ლუსინიანის და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აცხადებენ კომპანიაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს