„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრებული რამდენიმე პირის შეწყალების გადაწყვეტილებებს დღეს, 19:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტებს.

აღნიშნულის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა.

მან ყურადღება პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ესაა ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და საზიანო გადაწყვეტილებები.

„ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი გამოსვლა, ნებისმიერი განცხადება და გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის საზიანოა და როგორც საშინაო, ასევე საგარეო სკანდალს იწვევს.

ამჯერად საქმე ე.წ. შეწყალებების სერიას ეხება. 2 კვირის წინ, ჩვენ შევიტყვეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ბოლო დღეების განმავლობაში კი აღმოჩნდა, რომ ის სიაში ერთადერთი მკვლელობისთვის გასამართლებული არ ყოფილა. კიდევ ერთი სამართლებრივი ნოუსენსი იყო, როცა პრეზიდენტმა ძებნილი პირი შეიწყალა.

სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორუფციაა გამეფებული და სწორედ ამას უკავშირდება აღნიშნული შეწყალებები. ასევე, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, რომელიც დღეს ვალშია კრიმინალურ სამყაროსთან და მათთვის ხარკის გადახდა მიმდინარეობს იმ დახმარებისთვის, რომელიც ე.წ. ქურდულმა სამყარომ ივანიშვილს არჩევნებზე აღმოუჩინა.

ზურაბიშვილი დღეს ამ ქვეყნისთვის საშიშია. მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საზიანოა. მას არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ გააჩნია, ქვეყნის მთავარსარდლისა და პირველი პირის თანამდებობას იკავებდეს.

ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პროტესტი. 20:00 საათზე კი ყველა ერთად დავიძრებით და შევუერთდებით რუსთაველზე ფართომასშტაბინ აქციას,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო