ელენე ხოშტარია - პარლამენტი ღია უნდა იყოს მოქალაქეებისთვის, საშვთა ბიურო დღეს დახურულია, ჰგონიათ, რომ პარლამენტი „ქართული ოცნების“ სახლია“

ჩვენი ამოცანა არ არის ჩოჩქოლის მოწყობა, - ამის შესახებ პარლამენტთან აქციაზე მისულმა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს, უფლება აქვთ საკუთარი პროტესტი პარლამენტში დააფიქსირონ, თუმცა საშვთა ბიურო დაიხურა, რადგან ხელისუფლებას ის „ქართული ოცნების“ სახლი“ ჰგონია.

„სამწუხაროდ, პარლამენტის საშვთა ბიურო დღეს იმიტომ დაიხურა, რომ არ სიამოვნებთ, უბრალოდ, ჰგონიათ, რომ პარლამენტი არის „ქართული ოცნების“ სახლი“. რეალურად პარლამენტი უნდა იყოს ღია მოქალაქეებისთვის, პარლამენტი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ კრიტიკისთვის და მშვიდობიანი ნებისმიერი ასეთი აქციისთვის,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან „სირცხვილიას“ წევრების აქცია მართავენ და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა