სოფო კილაძე - ადამიანები ე.წ. გამყოფ ხაზთან და მის მიღმა უმძიმეს ვითარებაში იმყოფებიან, ყოველდღე შიშის და ტერორის ქვეშ არიან

"ჩვენი ყველა ნაბიჯი ე.წ. გამყოფ ხაზთან და მის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის ყოფის შემსუბუქებისკენ უნდა იყოს მიმართული", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის მოსმენის შესახებ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.

„ადამიანები ე.წ. გამყოფ ხაზთან და მის მიღმა იმყოფებიან უმძიმეს ვითარებაში, ყოველდღე არიან შიშის და ტერორის ქვეშ, ჩვენს ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ეძლევათ ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა და ყველანაირად დარღვეულია ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების. ჩვენი ყველა ნაბიჯი ადამიანებისთვის ყოფის შემსუბუქებისკენ უნდა იყოს მიმართული და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელსაც შარშან მხარი დავუჭირეთ, იყო "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", კონკრეტული ეკონომიკური სიკეთეები ადამიანებისთვის, ვინც ხაზს მიღმა იმყოფება. გამყოფ ხაზთან მცხოვრებთათვისაც არსებობს გარკვეული პროგრამები", - განაცხადა კილაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს