რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის მეეზოვეები დააჯილდოვა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონის მეეზოვეები დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ და მისმა მოადგილემ დავით დოლიძემ თორმეტ მეეზოვეს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება მეეზოვის დღესთან დაკავშირებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხვედელიძის სახელობის სკვერში გაიმართა და ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობაც ესწრებოდა.

„ჩუღურეთის რაიონში არ არსებობს ქუჩა თუ სკვერი, სადაც ამ ადამიანების შრომის ნაყოფი არ ჩანდეს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ ის მეეზოვეები დაგვეჯილდოებინა, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთ პროფესიაში და ჩვენი მადლიერება სიმბოლური საჩუქრებით გამოგვეხატა. მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქალაქის დასუფთავებისთვის და ჯანმრთელობა და წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა