ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა

20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაიკითხა.

აღნიშნულს ჟურნალისტებთან საუბარში თავად ჩუბინიძე ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა.

„რაც მკითხეს, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე. აინტერესებდათ, რა დონეზე ვიყავით ჩართულები და როგორ ვმონაწილეობდი. პირადად ჩემთან ჰქონდათ კიდევ კითხვები, ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტი არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი დასაცავი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და მგონი, აქ კითხვები არ არის, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მხოლოდ და მხოლოდ ვაძლევდი ბრძანებებს მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. რა თქმა უნდა, არ გავცემდი ბრძანებებს სროლაზე.

რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები განლაგებულები იყვნენ პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და ასე იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი და ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

რაც შეეხება ლეტალური ტყვიების გამოყენებას, ანზორ ჩუბინიძის თქმით, ლეტალური ტყვიები გამოყენებული არ ყოფილა.

„უმჯობესია, ეს შეკითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუსვათ. ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ.

არავინ არ გაურბის პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება დღის წესრიგში“, - განაცხადა ჩუბინიძემ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ დაიბარონ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს