სალომე სამადაშვილი - მაინტერესებს, ქეთევან ციხელაშვილის მინისტრობის პერიოდში, რუსეთს რამე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია თუ არა რომელიმე ნაბიჯზე

„მაინტერესებს ციხელაშვილის მინისტრობის პერიოდში, რუსეთს საერთოდ რამე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია თუ არა რომელიმე ნაბიჯზე,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, ქეთევან ციხელაშვილთან, რომელსაც პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენს, მთავარი შეკითხვა შეეხება რუსეთისადმი სანქციების დაწესების საკითხს.

ქეთევან ციხელაშვილთან ჩემი მთავარი შეკითხვა შეეხება სანქციების საკითხს. მაინტერესებს მისი მოსაზრება და არგუმენტები, რატომ დაბლოკა პარლამენტში მმართველმა უმრავლესობამ რუსეთთან სანქციების შემოღება. ასევე, მაინტერესებს, ქეთევან ციხელაშვილის აზრი, რა ბერკეტები გააჩნია დღეს საქართველოს რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად და მისი მინისტრობის პერიოდში, რუსეთს საერთოდ რამე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია თუ არა მის მიერ გადადგმულ რომელიმე ნაბიჯზე, რომელიც გადადგა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ჩვენი მოქალაქეების გატაცებაზე, მკვლელობაზე და ა. შ.“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო