გიორგი გახარია - მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც 20 ივნისს აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ

„მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, იმსახურებდა თუ არა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მაშინ, როდესაც სამი თვის განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილი მის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვდა.

„მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში, ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს, პარლამენტი ირჩევს და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, თუ რატომ არ არიან დაკავებული ის სამართალდამცავები, რომლებზეც დაფიქსირდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატება, გახარიამ უპასუხა, რომ გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული.

„აქციის მონაწილეების დამზიანებლები არიან დაკავებულები და გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა