კახა კალაძე - პასუხისმგებლობა ავიღეთ, რაც გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში - პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც მოუწოდებდა შტურმით აეღოთ პარლამენტი

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში გამოიხატა. როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ სამწუხარო მოვლენებზე კი რომელიც შემდეგ განვითარდა, პასუხისმგებლობა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ, ვინც ახალგაზრდებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ.

დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს.

"ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში. რაც შეეხება მოვლენების მეორე ნაწილს, რაც სამწუხაროდ, განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც მოუწოდებდა შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა, შტურმით აეღოთ და ა.შ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი რაც განხორციელდა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა მოყვეს ამ ყველაფერს", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ძალის გადამეტების შესახებ, კალაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ერთეული შემთხვევები შესაძლოა იყო, რაზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს.

„შეიძლება ერთეულ შემთხვევებში იყო ძალის გადამეტება, ამას გამოძიება დაადგენს. ყველა ადამიანი, როგორც ის ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ შევარდნილიყვნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები და შეცდომაში უნდოდათ რომ შეეყვანათ, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს. თუ იყო კონკრეტულ შემთხვევებში ძალის გადამეტება, რა თქმა უნდა, უნდა მოყვეს რეაგირება", - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა