გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დამატებით კიდევ 12 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დამატებით 12 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ადგილზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

"სამუშაოების პირველი ეტაპი, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით 14 ასეთი შენობა-ნაგებობა იყო. გუშინ კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ დაემატოს 12 შენობა-ნაგებობა, რომლებიც მიმდებარედ მდებარეობს. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი რეაბილიტაციის შემდეგ, როდესაც სამუშაოები დამთავრდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით, ამ კონკრეტულ არეალში ვამთავრებთ სამუშაოებს. კიდევ ბევრი შენობა-ნაგებობაა დარჩენილი, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია, გამაგრებითი სამუშაოები, აღდგენითი სამუშაოები. პარალელურად, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად გავყვებით, რომ თბილისში კიდევ ერთი დამატებითი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას", - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა