თერჯოლაში 14 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტს, ახლობლები  ინტერნეტ თამაშ - „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტს, ახლობლები ინტერნეტ თამაშ - „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ.

როგორც სკოლის დირექტორი ამირან ელიავა აცხადებს, სუიციდის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ეჭვი არსებობს, „რაღაც თამაშზე“ .

"წაიღეს კომპიუტერი, გუშინ დაკითხეს ბავშვები, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი ვერ გეტყვით. აქვთ ეჭვი თამაშზე, დეტალურად არ იციან, საქმე არის ძიებაში. ძალინ კარგი მოსწავლე იყო, პრობლემებიც არ ჰქონდა", - განაცხადა ამირან ელიავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა