პროკურორი - მსახიობ ლევან ჯიბღაშვილსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს.

როგორც სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა, ნანა ჯაყელმა განაცხადა, დაცვის მხარეს მათთვის ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართული აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. პროკურორმა ასევე, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომელიც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო. სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვის ეტაპზე ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო.

შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.

ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს