ლევან ალაფიშვილი - შეწყალების საქმეზე სალომე ზურაბიშვილი უნდა დაიკითხოს

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა დაიკითხოს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ალაფიშვილმა განაცხადა, ყველა იმ პირის დაკითხვა, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა, ლეგიტიმური და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

„გამოძიების დროს, იქნება ეს შსს, პარლამენტში საგამოძიებო კომისია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ პროკურატურა, ყველა ადრესატი უნდა დაიკითხოს. კანონის წინაშე თანასწორობა, მიუხედავად ჩინებისა, ამას გულისხმობს.

პროცედურული საკითხები: მივა გამომძიებელი, ეწვევიან საგამოძიებო კომისიის წევრები, სხვაგან შეხვდებიან, ეს ჩემთვის არსებითი არ არის, მაგრამ დაკითხვა და კითხვებზე პასუხის გაცემა ყველა ფიგურანტის მიმართ არის ლეგიტიმური და კანონით გათვალისწინებული ვალდებულება“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, ის რომ შეწყალების თემას არ ჰქონდეს მეტი მსვლელობა, პრეზიდენტზე მეტად ხელისუფლებას სჭირდება, რადგან სალომე ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით ხელისუფლება ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააგდო.

„დღეს სალომე ზურაბიშვილზე მეტად ხელისუფლებას სჭირდება, რომ ამ თემას არ ჰქონდეს მეტი მსვლელობა და საზოგადოების ყურადღების დღის წესრიგიდან ჩავიდეს ქვემოთ და საბოლოო ჯამში, ეს თემა აღარ იყოს ასეთი აქტუალური. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით იქნა ინსტრუმენტად გამოყენებული პროკურატურა და გამოძიება, რომელიც სავარაუდოდ იტყვის, რომ გამოვიკითხეთ, თუმცა ვის და რა ჰკითხეს, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ,“ - აღნიშნა მან.

ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის დასაკითხად „ყველაზე ლეგიტიმური ადგილი პარლამენტი და საგამოძიებო კომისია იქნება“.

„საჯაროობის თვალსაზრისით, ვფიქრობ, უფრო ლეგიტიმური იქნება მოთხოვნა, რომ საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე მოიქცეოდნენ, იმიტომ, რომ უმაღლესი პირდაპირი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირზეა საუბარი და მის საპირწონედ პოლიტიკური უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ერთადერთი ორგანო არსებობს დემოკრატიაში და ეს არის პარლამენტი,“ - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს