ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ეროვნულ ბანკს საკმარისზე მეტი რესურსი აქვს, რომ სავალუტო ინტერვენციებით ბაზარი დაამშვიდოს

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ეროვნულ ბანკს საკმარისზე მეტი რესურსი აქვს, რომ სავალუტო ინტერვენციებით ბაზარი დაამშვიდოს. როგორც ლევან ვეფხვაძემ " ინტერპრესნიუსს" ლარის გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განუცხადა, საჭიროა ეროვნული ბანკის მხრიდან ჩარევა, თუმცა სებ-ის მზაობა ამ კუთხით არ ჩანს.

„ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის პირველი ნოემბრიდან რომ დაიწყო აქტიური ინტერვენცია ბაზარზე და დოლარის შესყიდვა 240 მილიონი დოლარი შეისყიდა. ვფიქრობ, მას აქვს საკმაოზე მეტი რესურსი და რეზერვი, რომ უკუინტერვენციები განახორციელოს სავალუტო ბაზარზე იმისათვის, რომ ბაზარი დაამშვიდოს. ამ კუთხით ჯერჯერობით ჩვენ მზაობას ვერ ვხედავთ. იყო ერთჯერადი 40 მილიონი დოლარის გატანა ბაზარზე, მაგრამ მხოლოდ 32 მილიონი გაიყიდა და ეს იყო იმის ინდიკატორი, რომ ბაზარზე რეალურად არა დოლარზეა მოთხოვნა და ფასი იმიტომ ავარდა, არამედ იმიტომ, რომ სპეკულაციური განწყობები იყო. შესაბამისად, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნულმა ბანკმა აქტიურობა დაიწყოს და დაანახოს ბაზრის მონაწილეებს, რომ სპეკულაციის შემთხვევაში ის მზად იქნება ამ ურთიერთობებში ჩაერიოს. სებ-ის მხრიდან ინტერვენციის მოლოდინი, თავისთავად იმ სპეკულაციებს შეამცირებს, რომელიც შეიძლება დღეს ბაზარზე იყოს", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა