თურქეთი რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს აპრილში აამოქმედებს

თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამდივნოს უფროსის, ისმაილ დემირის განცხადებით, რუსეთში ნაყიდ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს 400“-ებს დეკემბრისთვის ააწყობენ, ხოლო 2020 წლის აპრილში აამოქმედებენ.

„ეს 400“-ების მიწოდება მალე დამთავრდება. ტექნიკური თვალსაზრისით ისინი უკვე დეკემბერში დისლოკაციის ადგილზე დადგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გამოყენებისთვის მზად იქნებიან. რჩება პერსონალის მომზადება და რამდენიმე ტექნიკური მომენტი. ეს ყველაფერი გაზაფხულისთვის დასრულდება და სისტემები მზად აპრილში იქნება“, - განაცხადა დემირმა.

რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება თურქეთისთვის ივლისში დაიწყო და უკვე მეორე ეტაპი დამთავრდა. ამ კონტრაქტის წინააღმდეგი იყო ვაშინგტონი. ანკარამ რუსული იარაღი მაინც იყიდა და ამის გამო აშშ-მ თურქეთს უახლესი გამანადგურებლების „ეფ-35-ების მიწოდებაზე უთხრა უარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა