ლევან კობერიძე - გახარიამ იმდენჯერ გააკეთა რაღაც განცხადება და მერე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, რომ უკვე არათუ წონა აღარ აქვს, საინტერესოც აღარ არის

გიორგი გახარიამ იმდენჯერ გააკეთა რაღაც განცხადება და მერე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, რომ მგონი უკვე არათუ წონა აღარ აქვს, საინტერესოც აღარ არის", - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებების შესახებ, რომ ერთი მხრივ, 20 ივნისის საქმე გამოძიებული იქნება და საჭიროების შემთხვევაში გამოკითხვაზე თავად გახარიაც მივა, ხოლო მეორე მხრივ, 20 ივნისს მომხდარზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.

„ამ ადამიანმა იმდენჯერ გააკეთა რაღაც განცხადება და მერე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, რომ მგონი უკვე არათუ წონა აღარ აქვს, საინტერესოც აღარ არის. შეგახსენებთ, რომ ახლანდელი პრემიერ-მინისტრი გახარია ამბობდა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სანამ გამოძიება არ დასრულდება და არ იქნება დასკვნები გამოტანილი, იგი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტდა საკუთარ ბედს, წასულიყო შს მინისტრის პოსტიდან. ამ განცხადების შემდეგ, ყოველგვარი გამოძიების დასრულების გარეშე ეტყობა ცდუნებას ვერ გაუძლო, მოიხიბლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შეთავაზებით და სწრაფად დათანხმდა ამ წინადადებას. ამიტომ მისი განცხადებები, რაც არ უნდა განაცხადოს უკვე ამ ადამიანმა, არის წინააღმდეგობრივი და ხშირად ტყუილით სავსე. მაგალითად, სარალიძის საქმეზე ამბობდა, რომ ყველა ფიგურანტი დაკავებულია, საქმე დახურულია და ზედმეტ აჟიოტაჟს ნუ ქმნის ოპოზიციაო. რეალურად, ეს საქმე დღემდე არაა გამოძიებული, ამიტომ გახარიას მსგავსი ტიპის განცხადებები უკვე ფსევდოინტელექტუალურ პოლიტიკურ კეკლუცობაშიც კი აღარ ჯდება", - განაცხადა კობერიძემ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისი იყო „პარლამენტის შტურმის ღამე“.

„მე ვიყავი შინაგან საქმეთა პირველი მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება, ვიქნები ასევე პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა