ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სემინარს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკის მხარდაჭერით, "ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის" სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტი, აუდიტის პროფესიონალთა ევროპული ინსტიტუტის დირექტორი რობერტ კორნელისი უძღვებოდა, განიხილეს ინფორმაციული ტექნოლოგების აუდიტთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და თანამედროვე მეთოდები, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგია და მართვა, ბიზნეს უწყვეტობისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები.

ამასთან, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორებთან ერთად, სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საფინანსო სექტორის შიდა აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებმა. შეხვედრის მონაწილეებისათვის პრეზენტაციები ასევე გამართა ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის წამყვანმა შიდა აუდიტორმა, ლისეტ მულდერმა.

"საგულისხმოა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მნიშვნელობა იზრდება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტენდენციების კვალდაკვალ, რადგან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის, ფაქტობრივად, ყველა სფერო სწორედ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მამუკა ჯიბუტმა.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ