NDI-ის პროგრამების მენეჯერი მელისა მუსიო - ქართველი ხალხი დაიღალა ლაპარაკის მოსმენით, მას ქმედითი ნაბიჯების დანახვა სურს

ხალხი დაიღალა ლაპარაკის მოსმენით, მას ქმედითი ნაბიჯების დანახვა სურს, - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერმა მელისა მუსიომ „ამერიკის ხმის” ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

მელისა მიუსო ინტერვიუში NDI-ის ბოლო კვლევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების მიმართულებით ახლა ყველაზე ცუდი მონაცემებია, ვიდრე აქამდე ყოფილა, აღნიშნულს კი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ფონს უკავშირებს.

„ახლა ყველაზე ცუდი მონაცემები გვაქვს, ვიდრე ეს აქამდე იყო. რესპონდენტების 49% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. საინტერესოა, რომ ამ კვლევაში ჩვენ ქვეყნის მიმართულების ტრენდები ლარის ღირებულებას შევადარეთ. როდესაც ლარი გამყარებულია, მაშინ ხალხი თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო როდესაც ლარი უფასურდება, ხალხის რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, იზრდება. ეს გვაჩვენებს, რომ არსებობს ძალიან მყარი კორელაცია ეკონომიკასთან. ესაა ის, რითაც მოსახლეობა შეშფოთებულია, რაზეც ხალხს სურს ყურადღების გამახვილება. როდესაც ხალხი ეკონომიკით იმედგაცრუებულია, სწორედ მაშინ იცვლება მათი აღქმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებითაც“, - აცხადებს მელისა მუსიო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა