განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტონეთის უსაფრთხოების აკადემიის ხარისხის სამსახურის წარმომადგენელი თინა კარუსი ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან აცნობეს, ცენტრის პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებმა სტუმრებს საქართველოში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები გააცნეს.

უწყების ინფორმაციით, ესტონეთის უსაფრთხოების აკადემია პროფესიულ სწავლებას ახორციელებს. ამიტომაც, საქართველოში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ესტონელი სტუმრისთვის ერთ-ერთ საინტერესო საკითხს წარმოადგენდა.

სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტო (CEPOL) ყოველწლიურად გაცვლით პროგრამებს ახორციელებს, რომელთა მიზანი სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებათა თანამშრომლობის გაძლიერება და წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 16-20 სექტემბერს საქართველოს შსს აკადემიას ესტონეთის უსაფრთხოების აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელი ესტუმრა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს