კსუ-ს სამეცნიერო პროექტის „მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის „მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება.

„მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებულმა ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა საქართველოში რთული პოლიტიკურ-სოციალური პროცესები გამოიწვია. ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულია ცხინვალის რეგიონი, (იქ მცხოვრები ქართული მოსახლეობა უკვე ორ ათეულ წელზე მეტია დევნილობაში იმყოფება), ხოლო, მეორე მხრივ, უაღრესად რთულია იმ მოსახლეობის მდგომარეობა, რომლებიც ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მთლიანად გამოაჩინა ამ კონფლიქტის სიმძიმე. კონფლიქტურმა პროცესებმა მოიცვა შიდა ქართლის ვრცელი ტერიტორია, რომელმაც, ეტაპობრივად, მცოცავი ოკუპაციის სახეც მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია ფართო საზოგადოებას მიეწოდოს კსუ-ს „მცირე სამეცნიერო გრანტის“ ფარგლებში განხორციელებული კვლევის „მცოცავი ოკუპაციის შედეგების შედარებითი კვლევა და მისი გავლენა მოსახლეობის დენადობაზე ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში“ შედეგების პრეზენტაცია.

კვლევა განხორციელდა მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ შვიდ სოფელში ანონიმური კითხვარის საშუალებით, რომელიც სპეციალურად ამ კვლევისთვის შეიქმნა, რამაც განსაზღვრა მცოცავი ოკუპაციის შედეგები და მათი გავლენა მოსახლეობის დენადობაზე ე. წ. საზღვრისპირა სოფლებში.

საველე სამუშაოების მიმდინარეობისას დაგროვდა ფოტო-ვიდეო მასალა, შეიქმნა კლიპი, რომელიც ასახავს, ერთი მხრივ, დაზარალებული სოფლების პრობლემებს, ხოლო მეორე მხრივ, დენადობის გამომწვევ მიზეზებს, ასევე სამუშაო პროცესს, რასაც გავაცნობთ ფართო საზოგადოებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა