აუდიტის სამსახური თსუ-ს მიერ პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში კონკურენციის შეზღუდვის მაღალ  რისკს ხედავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თსუ-ს მიერ პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში კონკურენციის შეზღუდვის მაღალ რისკს ხედავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 – 2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოააქვეყნა, რომელშიც სხვა დარღვევებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხარვეზებზეა საუბარი.

კერძოდ, როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების უმრავლეს შემთხვევაში, სპეციფიკაციით (აღწერილობა) მოთხოვნილი იყო, რომ საქონელი უნდა ყოფილიყო „ორიგინალი“ და ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა წარედგინა შემოთავაზებული ბრენდის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF). აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული მოთხოვნა კონკურენციის შეზღუდვის მაღალი რისკის მატარებელია, ვინაიდან წარმოადგენს არაპირდაპირ მითითებას მწარმოებელზე, ასევე მოდელზე. შედეგად კი, ყველა ტენდერში მონაწილეობა მიიღო და სავარაუდო ღირებულების ტოლი (ან მასთან მიახლოებული) ფასით გაიმარჯვა კომპანია შპს „ულტრამ“.

ამასთან, აუდიტის ანგარიშის თანახმად, ავეჯის შესყიდვის მიზნით თსუ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შესყიდვის ობიექტის პარამეტრები (ზომები, მასალები, ფერი და ა.შ.) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო ფიქსირებულ სიდიდეებში, რაც იწვევს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების კონკრეტულ კომპანიაზე მორგებას და ზღუდავს ტენდერში მონაწილეთა რაოდენობას.

ამასთან, უწყება ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით არსებულ რისკებზე მიუთითებს ვტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით თსუ-ს მიერ ჩატარებულ ტენდერებში და გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე უნივერსიტეტს რეკომენდაციას აძლევს, რომ შესყიდვის ობიექტების მიმართ მოთხოვნები ჩამოყალიბდეს ნათლად, არაორაზროვნად და იმგვარად, რომ შესყიდვების პროცესში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს ყველა პოტენციურ მიმწოდებელს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა