ადა მარშანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ რუსეთი არის მატყუარა,  ოკუპანტი და ვერაგი“,  მასთან დიალოგი აუცილებელია

თქვენ ასრულებთ ცალფეხა პოლიტიკას, რომელიც შედეგს ვერ მოგვიტანს, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ქეთევან ციხელაშვილს უსმენდნენ. ადა მარშანიამ ფრაქციების ფორმატში გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. მისივე თქმით, საქართველოს სხვა გზა არ აქვს.

„ჟენევაში არანაირი პოზიტივი არ მოხდება, თუ არ დავიწყებთ ფართომაშტაბიან, უმძიმეს, მაგრამ აუცილებელ საუბრისთვის მზადება რუსეთის ფედერაციასთან, აფხაზეთში ფუნდამენტალური უფლებები ირღვევა. უცნობილესი და უძლიერესი საერთაშორისო ორგანიზაციები ამას ვერაფერს ვერ უშვრებიან, ეს არის ფაქტი, მიხარია ეს მე? ვერაფერს ვერ შვებიან... რა ვქნათ ახლა ჩვენ? დაველოდოთ, როდის დაჭკვიანდება რუსეთი? ერთის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერაფერს აკეთებენ, მეორე მხრივ, რუსეთი არის მატყუარა, რუსეთი არის ოკუპანტი. მე ირონიით არ ვამბობ ამას, რუსეთი არის ვერაგი. და რა ვქნათ, ახლა ჩვენ, ვის დაველოდოთ, რას დაველოდოთ? საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჩვენი თავის იმედი არ გვაქვს. ჩვენს სანუკვარ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ განვითარებით, და პლუს დიალოგით, დიალოგით ყველასთან, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა აი, ასეთ მეზობელ ქვეყანასთან. თქვენ ასრულებთ ცალფეხა პოლიტიკას, რომელიც შედეგს ვერ მოგვიტანს. ჟენევაში არანაირი პოზიტივი არ მოხდება, თუ არ დავიწყეთ მზადება ფართომაშტაბიან, უმძიმეს, მაგრამ აუცილებელ საუბრისთვის რუსეთის ფედერაციასთან. ამას სერიოზული მომზადება უნდა, ეს იქნება ხანგრძლივი საუბარი, მაგრამ უნდა დავიწყოთ, სხვა გზა არ გვაქვს,” - განაცხადა ადა მარშანიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს