მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის, ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ

ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის, ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის აქ მოვიდა იმიტომ, რომ ახალგაზრდებთან ერთად დადოს მომავალი განვითარების პერსპექტივა.

„არსებობს ცნება რომელიც ყველფერზე მაღლაა, პარტიაზე, თითოეულ ჩვენგანზე, ეს ცნება თავისუფლებაა. არსებობს მომენტები ცხოვრებაში, როცა უნდა მიიღო გადაწყვეტილება და არ დაფიქრდე, რას ტოვებ უკან.

ეს მომენტი ჩემთვის დადგა 20-ში, როცა ჩვენ ღირსებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, რომელსაც 30 წელი, სხვადასხვა თაობამ, თითოეულმა თქვენგანმა უზარმაზარი ენერგია სისხლი, შრომა შეალია, აქ ამ შენობაში. ჩვენ ღირსებას ლაფის დასხმა მოუნდომეს, აქ წერია ჩვენი ახალგაზრდა მეგობრებისგან:“ გამოდი გარეთ“, ჰოდა, მე გამოვედი, რადგან თავისუფლების გარეშე არც ბიზნესი ვარგა, არც ქვეყანა, არაფერი ვარგა. გამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან ერთად დავდოთ მომავალი განვითარების პერსპექტივა, რომელიც არასდროს დადებულა სამწუხაროდ, არ დაადებულა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვქონდა რაღაც წარმატებები, მაგრამ სულ ვიღაცის წინააღმდეგ გამოვდიოდით, სულ ვიღაცას ვეომებოდით, დიახ, ამას ვაკეთებდით, მაგრამ არასდროს არ გვქონდა კონკრეტული მიზანი, სად უნდა წასულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ როცა აქ წერია, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ,იმიტომ რომ ეს ქვეყანა ან მოკლე დროში, ერთ წელში შეძლებს პროგრამის დადებას ან ჩვენ ვართ დიდი პრობლემების წინაშე“, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს