დავით მაღრაძე - იმდენი წყალგამყოფი იყო აქამდე გარეთ გამოსასვლელად, დღეს კი გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ბევრჯერ ჰქონდა გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა

იმდენი წყალგამყოფი იყო აქამდე გარეთ გამოსასვლელად, დღეს კი გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ბევრჯერ ჰქონდა გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა. ბევრად მნიშვნელოვანი და ბევრად მეტი სიმძაფრის წყალგამყოფები არსებობდა - სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, აგვისტოს ომი, 7 ნოემბერი, 26 მაისი, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„თუ ეს წყალგამყოფები მე სიზმარში ვნახე და ამათ დღეს გაიგეს?! დღეს გაგახსენდა ღირსება, დალოცვილო?! აქამდე სადმე თაროზე იყო შემოდებული?! არსებობს ბევრი წყალგამყოფი - ხალხმა იბრძოლა რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც თვითონაც ამბობენ, ეს ხელისუფლება არის უნიათო. ე.ი. უნიათოს წინააღმდეგ ბრძოლა ხომ ადვილია? და ორგანიზებული რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლა ხომ ძნელია? ორჯერ მკითხეს და ორჯერვე პატივისცემა გამოვხატე ხაზარაძის მიმართ, მაგრამ ნუ გამოხვალ და ნუ დაგვარიგებ ჭკუას, რომ თურმე ღირსება არსებობს, თურმე თავდადება არსებობს ქვეყანაზე...ამიტომ ფრთხილად შევიდნენ მოსახვევებში, თორემ მოსრიალდებიან“, - განაცხადა მაღრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს