დავით უსუფაშვილი - სისტემა უნდა დაინგრეს - ქართველი ხალხი უნდა გათავისუფლდეს  ვინმე ინდივიდის ან პოლიტიკური პარტიის ტყვეობისაგან

სისტემა უნდა დაინგრეს, იმიტომ, რომ უნდა გათავისუფლდეს ქართველი ხალხი ვინმე ინდივიდის ან პოლიტიკური პარტიის ტყვეობისაგან,- ამის შესახებ " შენების მოძრაობის" ლოდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "სირცხვილია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს, პოლიტიკოსები კი ხალხს გარკვეული ვადებით ემსახურებიან.

"2020 წელი ეპოქალური ცვლილების არჩევნები უნდა იყოს. ეს არამარტო საჭიროა, არამედ შესაძლებელიც არის, იმიტომ, რომ დღეს, ამ პროცესს სამოქლაქო საზოგადოება ლიდერობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. .პოლიტიკური პარტიები იძულებულები უნდა გავხდეთ, რომ ხალხის დაკვეთას გავყვეთ და არა, პირიქით. არჩევნები უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ კონკურენციად და არა მტრობად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა