აქციაზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები დასრულდა და სცენა მუსიკოსებს დაეთმობათ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს აქცია მუსიკალური ნაწილით გაგრძელდება და სცენაზე მუსიკოსები გამოვლენ.

აქციის ორგანიზატორებმა საქართველოს, ნატო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ს დროშები აღმართეს და პრორუსულ პარტიებს მიმართეს, რომ პროდასავლური მოქალაქეები მათ დაასრულებენ.

პერმანენტული აქცია "სირცხვილია", რომელიც რუსთაველის გამზირზე სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდება, თუმცა აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პარლამენტის წინ ყოველი თვის 20 რიცხვში შეიკრიბებიან.

დღევანდელ მიტინგს შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სიტყვით გამოვიდა საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელო" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა