დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები  საოკუპაციო ზოლთან სტუმრობისას,  ძირითადად, სპეკულაციით არიან დაკავებულები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საოკუპაციო ზოლთან სტუმრობისას, ძირითადად, კამერასთან გამოჩენით და სპეკულაციით არიან დაკავებულები, ხოლო მათი ნამოქმედარი შემდეგ იქ მყოფი ადამიანების „თავის სატკივარი“ ხდება. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.

„თუ ვინმეს საოკუპაციო ზოლის მისამართი უნდა რომ აირჩიოს და მიაკითხოს საქმიანად და არა მხოლოდ „საპიაროდ“, ეს არ არის საპიარო ზოლი, ეს არის საოკუპაციო ზოლი და იქ მძიმეა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო დარბაზში გაიჟღერა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კამერებთან საკუთარ პრობლემებზე საუბარს ხშირად ერიდება იმის გამო, რომ თითქოს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შემდეგ მათზე ზეწოლას ახორციელებენ.

„მე ვფიქრობ, მათ საკუთარი პოლიტიკური წარსული გაახსენდათ, როდესაც თავისუფალი სიტყვა შემდეგ ბოლო „დასაფრენს“ პოულობდა ძალოვან სტრუქტურებში და არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნება არამედ, მათი სანათესაოც კი. ეს წარსულსაა ჩაბარებული. ხმაურიანი უსაქმურობა და მითუმეტეს, საზიანო მავნებლობა, სპეკულაცია - ეს არ არის ამ საქმის მოგვარების საუკეთესო გზა. უნდა დავფიქრდეთ ყველა და საქმე ვაკეთოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა