მოსამართლე არგენტინის ექსპრეზიდენტის დაკავებას ითხოვს

არგენტინელი მოსამართლე კლაუდიო ბონადიო ქვეყნის ექსპრეზიდენტის, ამჟამად სენატორის კრისტინა ფერნანდეს და კირშნერისთვის იმუნიტეტის მოხსნასა და მის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებას ითხოვს. საქმე ეხება სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანიების მიერ მინისტრისთვის მიცემული ქრთამის საკითხს, სადაც ერთ-ერთ ეჭვმიტანილი ექსპრეზიდენტიც არის. გამოძიება 2017 წლიდან მიმდინარეობს.

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის ფიგურანტია. მას ბრალად ედება არგენტინის ცენტრალურ ბანკის მაქინაციებში მონაწილეობა, ტერაქტის გამოძიებაში ხელის შეშლა, უკანონო გამდიდრება და ქრთამის აღება.

შარშან ნოემბერში პარლამენტის ზედა პალატა ერთხელ უკვე შეიკრიბა კრისტინა კირშნერის იმუნიტეტის საკითხის განსახილველად, მაგრამ სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი არგენტინის პრეზიდენტი ორი ვადით იყო 2007 წლიდან 2015 წლამდე. მან მაისში განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს