არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხი არის საარჩევნო რეფორმა, რომლითაც ქვეყანაში 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარდება.

„როგორც იცით, ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და ჩვენი ქვეყანა გადავიდოდა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს. შემდგომში იყო საზოგადოების მოთხოვნა, იყო პოლიტიკური კონსულტაციები და ჩვენ, როგორც დემოკრატიული ძალა, ვითვალისწინებთ ამ გარემოებებს, ვითვალისწინებთ ჩვენი საზოგადოების აზრს და ვცვლით პროპორციული არჩევნების თარიღს. ის ჩატარდება 2020 წელს. გარდა ამისა, საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება კანონმდებობაში. ეს არის პარტიების დაფინანსების მოდელის შეცვლა უფრო სამართლიანი, უფრო ობიექტური, უფრო გამჭვირვალე მოდელით, ეს არის ცვლილებები პარტიების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით. ყველა ამ საკითხზე ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან და ჩვენს საერთშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. მაქსიმალურად ვეცდებით ეს რეფორმა წარმატებით დავხუროთ საშემოდგომო სესიაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიისას აქტიურ მუშაობას აპირებს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებითაც.

„ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. ჩემს კოლეგებთან ერთად ვაპირებთ კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ პარლამენტთაშორისი თანამშრომობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან, ვაპირებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებში და ამ ფორმატებში. ეს არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ევრობის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და თქვენ ნახავთ, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში ჩვენი დელეგაციები, ჩემი კოლეგები ძალიან აქტიურ მონაწილებს მიიღებენ ამ პროცესში. რა თქმა უნდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ძალიაან მნიშვენელოვანი საქმე ეს არის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან გახდეს შესაბამისი და რა თქმა უნდა აეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დ ჩვენი საზოგადოების ინტერსებზე იყოს მორგებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა