არჩილ თალაკვაძე - 23 სექტემბერიდან ვიწყებთ მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას და  გამჭვირვალე პროცესს უზრუნველვყოფთ

23 სექტემბერიდან ვიწყებთ მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ და მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის 10 მთავარ გამოწვევაზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანო აქტიურად იმუშავებს სასასმართლოს რეფორმაზე.

„მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო, სანდო მართლმსაჯულება არის ჩვენი მოქალაქეებისთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჩვენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას განვახორციელებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები შედის. ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, ეს არის სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის წესი და პროცესი, ამის უკეთ ორგანიზება და უკეთ დარეგულირება. ეს არის დისციპლინური სამართალწარმოება და ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხები. ბუნებრივია, ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ კანდიდატურების განხილვას და ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ და მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესს. ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება თვალი ადევნოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იმ გადაწყვეტილებებს, რასაც პარლამენტი მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო