გიგა ბოკერია - ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ის, რაზეც ერთიანდება, ჩვენი თავისუფლებაა

"ქართულმა საზოგადოებამ, აქტივისტების მეთაურობით, აჩვენა, რომ ის რაზეც ჩვენი საზოგადოების კრიტიკული მასა ერთიანდება, არის ჩვენი თავისუფლება,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 20 ივნისის შემდგომ მოვლენებსა და აქციას "სირცხვილია".

მისივე თქმით, მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის წყალობით, ივანიშვილს მოუწია მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლა და ეს არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

"ყველა იმ მოქალაქეს, ვინც 20 ივნისის ღამეს და მათ, ვინც მთელი ეს თვეები იქ იდგა, ჩვენმა საზოგადოებამ მადლობა უნდა უთხრას იმიტომ, რომ მათი მშვიდობიანი პროტესტის მიერ მნიშვნელოვანი შედეგია მოპოვებული. ივანიშვილს მოუწია მსხვილ დათმობაზე, დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვან რამეზე დაპირება - ეს არის პროპორციული არჩევნები, რომელიც ჯერ უნდა გაფორმდეს. გარდა ამისა, ეს აქცია და პროტესტი დიდი დარტყმა იყო რუსული პროპაგანდისთვის ჩვენი ქვეყნის შიგნით, სადაც ისინი ცდილობდნენ, რომ აეგორებინათ პროტესტი დასავლური ცივილიზაციის და თავისუფლების წინააღმდეგ. ამის ნაცვლად, ქართულმა საზოგადოებამ, ამ აქტივისტების მეთაურობით, აჩვენა, რომ ის, რაზეც ჩვენი საზოგადოების კრიტიკული მასა ერთიანდება, არის ჩვენი თავისუფლება. ეს დაუპირისპირდება ყველანაირ ხელისუფლებას, ვინც, საფრთხეს შეუქმნის ამ მომავალს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმბოლურად წითელი ბარათები დაურიგდათ. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ამ ბარათების დარიგებით გამოხატეს პოზიცია, რომ „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო